logo
ENG



პუტინის სასურსათო ომი

06 ივნ 202220:21
3 წუთის საკითხავი
 

უკრაინაში ომის 103-ე დღე. დონეცკში კვლავ აფეთქებების ხმა ისმის. უკრაინელმა სამხედროებმა ვერნოპოლში, დუბროვნოეში და დოლინაში საოკუპაციო ძალა მოიგერიეს. გრძელდება ბრძოლა სევეროდონეცკისთვის, რომლის 80%-ს ამ დროისთვის უკრაინელები აკონტროლებენ. მუდმივი დაბომბვის გამო გართულებულია ქალაქიდან ევაკუაცია. უკრაინის თავდაცვის უწყების ცნობით, სანაპიროდან უკან დაიხიეს და ასი კილომეტრის დაშორებით გაჩერდნენ რუსული შავი ზღვის ფლოტის ხომალდები. რუსეთის აგრესიას დაემატა სასურსათო ომიც, რომელიც უკრაინული მარცვლეულის ბლოკადით გამოუცხადა მთელ მსოფლიოს. ბლოკადის მოხსნის სანაცვლოდ რუსეთი სანქციების გაუქმებას მოითხოვს. 


close დახურვა