logo
ENG



პუტინის სომხეთში ვიზიტისთვის, ერევნისგან გვჭირდება გარანტიები, რომ არ დაიჭერენ - პესკოვი

12 თებ 202419:49
3 წუთის საკითხავი
clock 949
2024/02/12/0aomcxo635397qp.jpg

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, დმიტრი პესკოვის განცხადებით, ვლადიმერ პუტინის სომხეთში შესაძლო ვიზიტამდე, მოსკოვს სჭირდება გარკვეული გარანტიები სომეხი პარტნიორებისგან ICC-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

საუბარია სომხეთის ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ოფიციალურად შეერთებაზე, რაც 1-ელ თებერვალს მოხდარომის სტატუტის ხელმომწერ სახელმწიფოში პუტინის ჩასვლის შემთხვევაში, ადგილობრივი ორგანოები ვალდებულნი არიან ის დააკავონ. 

"ჩვენ უკვე ვისაუბრეთ, რომ ახალი რეალობა, რომელიც სომხეთის საერთაშორისო სტატუტთან მიერთებას ეხება, რა თქმა უნდა, იქონიებს ნეგატიურ გავლენას ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებზე. რა თქმა უნდა, აქ ძალიან მნიშვნელოვანია მივიღოთ გარკვეული გარანტიები ჩვენი სომეხი პარტნიორებისგან. ეს საკითხი ჯერ კიდევ უნდა განვიხილოთ ორმხრივი დიალოგის ფარგლებში, რისთვისაც მზად ვართ", - თქვა პესკოვმა.

***

გასული წლის 17 მარტს, ICC-მ (სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ) რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინისა და რუსეთში ბავშვთა ომბუდსმენის მარია ლვოვა-ბელოვას მიმართ დაპატიმრების ორდერი გასცა. ისინი ეჭვმიტანილები არიან ომის დანაშაულებში - უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან მოსახლეობის, კერძოდ ბავშვების იძულებით დეპორტაციასა და გადასახლებაში.

 


close დახურვა