logo
ENG



სომხეთში სოლოვიოვის გადაცემების ტრანსლირება აიკრძალა

29 მარ 202413:27
3 წუთის საკითხავი
clock 308
2024/03/29/rnkza4rt78ju3me.jpg

სომხეთში რუსი პროპაგანდისთვის ვლადიმირ სოლოვიოვის გადაცემების ტრანსლირება აიკრძალა.

სომხეთის მაღალტექნოლოგიური მრეწველობის მინისტრის მოადგილის ავეტ პოღოსიანის განცხადებით, აკრძალვის გადაწყვეტილება მედიასფეროში თანამშრომლობის შესახებ ორმხრივი შეთანხმების ორი მუხლის "მუდმივი დარღვევის" გამო იქნა მიღებული.

საუბარია მუხლზე, რომელიც გამორიცხავს შეურაცხმყოფელი შინაარსისა გადაცემების ტრანსლირებასა და შიდა პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩარევას, ასევე, მუხლს, რომელიც ითვალისწინებს ეროვნული დღესასწაულების და საგანგებო მდგომარეობის დროს წესების დაცვას.

ერთი თვის წინ კიდევ ერთი პროპაგანდისტი მარგარიტა სიმონიანი და სოლოვიოვი საუბრობდნენ იმაზე, რომ საქართველოსთან და სომხეთთან რუსეთს საზღვრები არ უნდა ჰქონდეს.

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ, რუსეთში ცენზურა და ზეწოლა ჟურნალისტებზე გაიზარდა. ბევრი მედიასაშუალება იძულებული გახდა თავისი ოფისები საზღვარგარეთ გადაეტანა, ზოგმა კი შეაჩერა მუშაობა ან უარი თქვა ომის გაშუქებაზე. ჟურნალისტები კი მასობრივად გაემგზავრნენ სხვა ქვეყნებში, რათა განაგრძონ ომის გაშუქება და სისხლისსამართლებრივი დევნა თავიდან აიცილონ.


close დახურვა