რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების შეხების ხაზზე 6-7 იანვარს ცეცხლის შეწყვეტის ბრძანება გასცა. 7 იანვარს რუსეთი შობას აღნიშნავს.
პუტინის განკარგულებით, ცეცხლის შეწყვეტა 6 იანვარს მოსკოვის დროით 12:00 საათზე ამოქმედდება და 7 იანვრამდე, მოსკოვის დროით 24:00 საათამდე გაგრძელდება.
"იქიდან გამომდინარე, რომ საბრძოლო ზონებში მართლმადიდებლობის აღმსარებელი მოქალაქეების დიდი რაოდენობა ცხოვრობს, მოვუწოდებთ უკრაინულ მხარეს გამოაცხადოს ცეცხლის შეწყვეტა და მისცეს მათ შესაძლებლობა დაესწრონ ღვთისმსახურებას შობის ღამეს, ისევე როგორც შობის დღეს", - აღნიშნულია კრემლის საიტზე.
"საშობაო ზავის" ინიციატივით დღეს რუსეთის პატრიარქი კირილეც გამოვიდა.