logo
ENG



პუტინმა დონბასში ჯარების შეყვანის ბრძანება გასცა

22 თებ 202201:37
3 წუთის საკითხავი
 
პუტინმა დონბასში ჯარების შეყვანის ბრძანება გასცა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა დონეცკსა და ლუგანსკში ჯარების შეყვანის ბრძანება გასცა.

პუტინის მიერ ხელმოწერილ ბრძანებაში ნათქვამია, რომ ჯარები "მშვიდობის დამყარების მიზნით" შეჰყავთ.

21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ოკუპირებული დონეცკის და ლუგანსკის დამოუკიდებლობა აღიარა

მან ფედერალურ კრებას მოუწოდა, მხარი დაუჭირონ ამ გადაწყვეტილებას და მოახდინონ ამ რესპუბლიკებთან მეგობრობის დოკუმენტის რატიფიცირება. 

მანამდე, პუტინს დონეცკის და ლუგანსკის საოკუპაციო რეჟიმების ხელმძღვანელებმა მიმართეს და დამოუკიდებლობის აღიარება სთხოვეს.

15 თებერვალს რუსეთის დუმამ პრეზიდენტს მიმართა, რომ ოკუპირებული ლუგანსკისა და დონეცკის დამოუკიდებლობა აღიაროს. 

ლუგანსკისა და დონეცკის რეგიონებმა უკრაინისგან დამოუკიდებლობა 2014 წლის მაისში გამოაცხადეს. რეგიონების დამოუკიდებლობას არ აღიარებს კიევი. ორივე ე.წ. რესპუბლიკა აღიარებული აქვს მხოლოდ რუსეთის მიერ ოკუპირებულ, ცხინვალის რეგიონს.


close დახურვა