logo
ENG



პუტინმა ერდოღანს უთხრა, რომ ყარაბაღში სირიელი მებრძოლების ჩართვის გამო შეშფოთებულია

14 ოქტ 202021:33
3 წუთის საკითხავი
 
uphtp4h7fb6vwk1.jpg

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა თურქეთის პრეზიდენტთან, რეჯეფ ტაიპ ერდოღანთან სატელეფონო საუბარში შეშფოთება გამოთქვა ყარაბაღის კონფლიქტში ახლო აღმოსავლელი მეომრების ჩართულობის გამო. 

ინფორმაციას კრემლი ავრცელებს. 

ორივე მხარე ასევე კონფლიქტში მოსკოვის მედიაციით დადებული ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების მნიშვნელობაზე შეთანხმდა. 

სომხეთის პრემიერმინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა 27 სექტემბერს სამხედრო კონფლიქტის დაწყებიდან არაერთხელ განაცხადა, რომ აზერბაიჯანის სასარგებლოდ თურქეთი სირიელ მებრძოლებს გზავნის კონფლიქტის ზონაში. 

ფაშინიანის ბრალდებას ამ დრომდე უარყოფენ აზერბაიჯანის და თურქეთის პრეზიდენტები. 


close დახურვა