logo
ENG



პუტინმა რუსეთსა და ოკუპირებულ ცხინვალს შორის ორმაგ მოქალაქეობაზე შეთანხმებას მხარი დაუჭირა

05 აგვ 202100:08
3 წუთის საკითხავი
 
პუტინმა რუსეთსა და ოკუპირებულ ცხინვალს შორის ორმაგ მოქალაქეობაზე შეთანხმებას მხარი დაუჭირა

ვლადიმერ პუტინმა რუსეთსა და ოკუპირებულ ცხინვალს შორის ორმაგ მოქალაქეობაზე შეთანხმებას მხარი დაუჭირა. შეთანხმების თანახმად, ერთი ქვეყნის მოქალაქეებს არსებულ მოქალაქეობაზე უარის თქმის გარეშე უფლება აქვთ, მეორე ქვეყნის მოქალაქეობა მოიპოვონ.

გარდა ამისა, რუსეთი დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის მოქალაქეებს საშუალებას აძლევს, უფრო მარტივი გზით მიიღონ რუსეთის მოქალაქეობა.

ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო პრეზიდენტი, ანატოლი ბიბილოვი ამბობს, რომ შეთანხმება საშუალებას მისცემს რესპუბლიკის მოქალაქეებს, დამატებითი სოციალური გარანტიები იქონიონ. 

დოკუმენტი ძალაში რატიფიცირების შემდეგ შევა. 

 


close დახურვა