logo
ENG



პუტინმა სპეცსამსახურებს მოუწოდა გამოავლინონ მოღალატეები, ჯაშუშები და დივერსანტები

20 დეკ 202210:58
3 წუთის საკითხავი
 
2022/12/20/g3flp4vxdcez6yt.jpg

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს მოუწოდა, "მკაცრად ჩაახშო" უცხოური სადაზვერვო სამსახურების ქმედებები, სასწრაფოდ გამოავლინოს მოღალატეები, ჯაშუშები და დივერსანტები. ამის შესახებ მან უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების დღისადმი მილოცვისას განაცხადა.

გარდა ამისა, პუტინმა აღნიშნა, რომ ახალი რისკებისა და საფრთხეების ფონზე ძირითადი მიმართულებებით მუშაობა უნდა გაძლიერდეს.

"ძალების კონცენტრაცია ახლა საჭიროა კონტრდაზვერვის უწყებებისგან, მათ შორის სამხედროებისგან. აუცილებელია სასტიკად აღიკვეთოს უცხოური სადაზვერვო სამსახურების ქმედებები, სწრაფად გამოვლინდნენ მოღალატეები, ჯაშუშები და დივერსანტები", - განაცხადა პუტინმა.

რუსეთის ლიდერმა ასევე აღნიშნა სპეცსამსახურების მუშაობა "რუსეთის ახალ რეგიონებში".

"დიახ, ახლა რთულია თქვენთვის: დონეცკის და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებში, ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონებში სიტუაცია უკიდურესად რთულია", - თქვა მან ვიდეოში და პირობა დადო, რომ ანექსირებულ ტერიტორიებზე დანაყოფებს მიაწვდის ახალ ტექნიკას, შეიარაღებასა და "გამოცდილ კადრებს".


close დახურვა