logo
ENG



პუტინმა უკრაინული ტერიტორიების ანექსიის შესახებ კანონებს ხელი მოაწერა

05 ოქტ 202210:46
3 წუთის საკითხავი
 
2022/10/05/39zmosos5yh1zed.jpeg

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა კანონებს უკრაინული ტერიტორიების ანექსიის შესახებ. რუსეთმა ლუჰანსკის, დონეცკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების ანექსია მოახდინა.

ანექსიის შესახებ კანონი სახელმწიფო დუმამ 3 ოქტომბერს მიიღო, ფედერალურმა საბჭომ ის მეორე დღესვე დაადასტურა.

27 სექტემბერს, უკრაინაში რუსეთის მიერ ოკუპირებულ ოთხ ტერიტორიაზე, დონეცკში, ლუჰანსკში, ხერსონსა და ზაპორიჟიეში ე.წ. რეფერენდუმები დასრულდა. უკრაინა და დასავლეთის სახელმწიფოები ე.წ რეფერენდუმებს ყალბს უწოდებენ და აცხადებენ, რომ შედეგები წინასწარ არის განსაზღვრული.

პუტინმა და მარიონეტმა ლიდერებმა უკრაინის 4 რეგიონის: ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუჰანსკის რუსეთის შემადგენლობაში შესვლას ხელი 30 სექტემბერს მოაწერეს.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოსცა ბრძანებულება, რომლის მიხედვითაც, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის განკარგულებები ყირიმის, ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკისა და ლუჰანსკის ოლქების ანექსიის შესახებ ბათილად გამოცხადდა.


close დახურვა