logo
ENG



ჟენევის თანათავმჯდომარეები:მოვუწოდებთ მონაწილეებს, ყველა გადასასვლელი პუნქტი გახსნან

07 ნოე 201907:29
3 წუთის საკითხავი
 
s6f9vzr1x94bkcj.png

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები დე-ფაქტო რეჟიმს ოკუპირებულ რეგიონში ყველა გადასასვლელი პუნქტის დაუყოვნებლივ გახსნისკენ მოუწოდებენ. ამის შესახებ მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. 

„ბოლო თვეებმა აჩვენა ადგილზე უსაფრთხოებასთან დაკავშირებით შექმნილი სიტუაციის სერიოზული გაუარესება, რამაც მოსახლეობას შორის შიში გააჩინა. ერგნეთის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმში ყველა მონაწილის ჩართვა აჩვენებს ორმხრივ შეშფოთებასა და დესკალაციისადმი ყველა მხარის მხარდაჭერას, რასაც თანათავმჯდომარეები მიესალმებიან. თანათავმჯდომარეები რჩებიან აქტიურად ჩართულნი ჩორჩანა-წნელისის რაიონში უსაფრთხოებასთან დაკავშირებული არსებული გამოწვევების გადაწყვეტის ხელშეწყობაში. ამავე დროს, ჩვენ მოვუწოდებთ მონაწილეებს, დაუყოვნებლივ გახსნან სექტემბრის დასაწყისიდან დახურული ყველა გადასასვლელი პუნქტი", - წერია განცხადებაში.


close დახურვა