logo
ENG



ჟიგიმანტას პავილიონისი ასტრაზენეკათი აიცრა

24 მარ 202119:21
3 წუთის საკითხავი
 
ჟიგიმანტას პავილიონისი ასტრაზენეკათი აიცრა

ლიეტუვის სეიმის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, ჟიგიმანტაწს პავილიონისი ასტრაზენეკას ვაქცინით აიცრა. 

მან ფეისბუქზე აცრის ფოტო გამოაქვეყნა და დაწერა: 

"ავიცერი ასტრაზენეკათი, დიდი სიხარულით და მადლიერებით. თავს შესანიშნავად ვგრძნობ". 

საქართველოში ასტრაზენეკათი ვაქცინაცია 15 მარტს დაიწყო. ამ დროისთვის აცრა მხოლოდ სამედიცინო პერსონალისთვისაა შესაძლებელი, თუმცა 25 მარტიდან აიცრებიან 65 წელს ზემოთ პირებიც. დაავადებათა კონტროლის ცენტრის მონაცემებით, დღეისთვის ჯანდაცვის სექტორის 4 000-ზე მეტი მუშაკია აცრილი. 

25 მარტის დილას საქართველოში ფაიზერის ვაქცინის 29 250 დოზაც უნდა შემოვიდეს. ამირან გამყრელიძის თქმით, 22 აპრილისთვის საქართველო მიიღებს ასტრაზენეკას 86 ათას დოზას. 

თუმცა, მოსახლეობის დიდი ნაწილი, მათ შორის სამედიცინო პერსონალი ვაქცინაციაზე უარს ამბობს. 


close დახურვა