საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის 79-ე კმ-ზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
აკრძალვის მიზეზად ძლიერი წვიმა და მოსალოდნელი ქვისცვენა სახელდება.
ჯერჯერობით უცნობია თუ როდის აღდგება ავტომობილების მოძრაობა.