logo
ENG



ჟორჟოლიანი და მისი თანამოაზრეები მზად არიან, ოცნების წინადადებას დათანხმდნენ

04 მარ 202012:24
3 წუთის საკითხავი
 

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი გია ჟორჟოლიანი აცხადებს, რომ ის და მისი თანამოაზრეები, მზად არიან, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ წინადადებას დათანხმდნენ. როგორც დეპუტატმა აღნიშნა, მმართველი გუნდის მიერ შემოთავაზებული ე.წ. კომპრომისული ვარიანტი საარჩევნო სისტემას მნიშვნელოვნად აუმჯობესებს.

„მივმართეთ უმრავლესობას, რომ იმ დეპუტატების რესურსის გამოყენებით, რომლებიც არიან პარლამენტში და არ განეკუთვნებიან არც "ევროპულ საქართველოს" და არც "ნაციონალურ მოძრაობას", განახლებულიყო მსჯელობა საარჩევნო სისტემის თაობაზე მეტი პროპორციულობისა და მეტი წარმომადგენლობის უზრუნველყოფის მიზნით. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს რესურსი მნიშვნელოვანია და ამ დეპუტატებს აქვთ შესაძლებლობა, შეცვალონ და ხელი შეუწყონ იმ ორპოლუსიანი სისტემის ცვლილებას, რომელიც დამკვიდრებულია საქართველოში კარგა ხანია „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ სახით. ფართო კონსენსუსი რა თქმა უნდა სასურველია, მაგრამ ამის არარსებობის პირობებშიც კი, ნაბიჯები ამ მიმართულებით მნიშვნელოვნად ხელს შეუწყობს საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას მეტი პროპორციულობისა და წარმომადგენლობის თვალსაზრისით“, - განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.


close დახურვა