logo
ENG



ჟულიან ასანჟის ექსტრადირების შესახებ მოსმენა გაიმართა

21 ოქტ 201915:25
3 წუთის საკითხავი
 
yjtnew9a5b1dtp9.jpg

ჟულიენ ასანჟის ექსტრადაციის შესახებ მორიგი მოსმენა გაიმართა ლონდონის მაგისტრალურ სასამართლოში. მოსმენას თავად ბრალდებულიც დაესწრო.

ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ვიკილიქსის დამფუძნებელი პროცესზე პირადად მივიდა. აქამდე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ის ციხეს არ ტოვებდა და პროცეს ვიდეოკავშირის მეშვეობით ეკონტაქტებოდა.

გავრცელებული ცნობით, სასამართლო საკითხს არსებითად თებერვალში განიხილავს, იქამდე მოსმენები კი გაგრძელდება. 

ჟულიენ ასანჟი 2019 წლის 11 აპრილს ლონდონში დააკავეს. მას ბრალად სექსუალური ძალადობა და გირაოს პირობების დარღვევა ედება.   


close დახურვა