logo
ENG



ჟურნალისტებზე სასტიკად ძალადობის შემდეგ პატრიარქის მოსაყდრე შიო პარაკლისს იხდის

05 ივლ 202117:15
3 წუთის საკითხავი
 
2021/07/05/5laren0lazvbhq8.png

ჟურნალისტებზე სასტიკად ძალადობის შემდეგ პატრიარქის მოსაყდრე შიო პარაკლისს იხდის. 

ქაშვეთის ეკლესიის წინ სასულიერო პირები შეიკრიბნენ და ლოცულობენ. 

პარალელურად კი ათობით ჟურნალისტი ნაცემია, ზოგიერთ მათგანს ოპერაციაც უტარდება. 

დღეს, 5 ივლისის დილიდან ქუჩაში გამოსული მოძალადეები შეურაცხყოფას აყენებდნენ და ფიზიკურად უსწორდებიან მედიის წარმომადგენლებს. თავდასხმები პოლიციის უმოქმედობის ფონზე ხდებოდა.

თბილისი პრაიდის კვირეული საქართველოში 1-ლი ივლისიდან დაიწყო. კვირეული ღირსების მარშით უნდა დასრულებულიყო, მსვლელობა დღეს, 5 ივლისს, 18:00 საათზე რუსთაველის გამზირზე დაწყებულიყო. 

თუმცა, რუსთაველის გამზირზე განვითარებული ძალადობრივი მოვლენების გამო თბილისი პრაიდმა ღირსების მარში გადადო. 

აშშ-ის და ევროკავშირის, ასევე სხვა დასავლური ქვეყნების საელჩოებმა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდეს, უზრუნველყონ ლგბტქ ადამიანების გამოხატვის თავისუფლება ისე, როგორც ამას საქართველოს კონსტიტუცია ითვალისწინებს. 

თუმცა, საქართველოს ხელისუფლებამ არ უზრუნველყო მშვიდობიანი მოქალაქეების გამოხატვის თავისუფლება და არ აღკვეთა ძალადობა. 

თუმცა, საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს, 5 ივლისის დილით, მთავრობის სხდომის დაწყებამდე თქვა, დღეს დაგეგმილი "ღირსების მარში" მისთვის "მიზანშეუწონელი" და საფრთხის შემცველია.

მისივე თქმით, ღირსების მარშის მიღმა ოპოზიცია დგას. 


close დახურვა