logo
ENG



ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციამ რუსეთის ჟურნალისტთა კავშირის მუშაობა შეაჩერა

23 თებ 202309:32
3 წუთის საკითხავი
 
2023/02/23/ma32ff78tveeyh3.jpg

ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციამ (IFJ) რუსეთის ჟურნალისტთა კავშირის (RUJ) მუშაობა შეაჩერა. ფედერაციის გადაწყვეტილება ძალაში მიღებისთანავე შევიდა.

ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციამ შესაბამისი გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც რუსეთის ჟურნალისტთა კავშირმა უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მუშაობა დაიწყო. გადაწყვეტილება ასევე უკრაინაში რუსეთის მიერ ომის დაწყებას უკავშირდება.

"ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაცია არის ორგანიზაცია, რომელიც აგებულია საერთაშორისო სოლიდარობაზე, წევრ გაერთიანებებს შორის თანამშრომლობის პრინციპებსა და ყველა ჟურნალისტის უფლებების პატივისცემაზე. რუსეთის ჟურნალისტთა კავშირის ქმედებებმა აშკარად დაარღვია ეს სოლიდარობა და დათესა განხეთქილება დაახლოებულ კავშირებს შორის", - თქვა IFJ-ის პრეზიდენტმა, დომინიკ პარადალიმ.

ამასთან, IFJ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ორგანიზაცია როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ მყოფი რუსი დამოუკიდებელი ჟურნალისტების მხარდასაჭერ გზებს ეძებს.

რუსეთის ჟურნალისტთა კავშირი საერთაშორისო ფედერაციაში 1995 წლიდან შედიოდა.

ჟურნალისტთა ასოციაცია მთელს მსოფლიოში 600 000 მედიის წარმომადგენელს აერთიანებს.


close დახურვა