logo
ENG



ჟურნალისტი მარინა ოვსიანიკოვა 30 ათასი რუბლით - $280-ით დააჯარიმეს

15 მარ 202220:09
3 წუთის საკითხავი
 
2022/03/15/3fj9wc0140nu3ky.jpg

ჟურნალისტი, რუსული პირველი არხის რედაქტორი, მარინა ოვსიანიკოვა 30 ათასი რუბლით დააჯარიმეს. 

ინფორმაცია უკრაინულმა მედიამ გაავრცელა. 

მისი საქმის განხილვა მიმდინარეობდა ადმინისტრაციული წესით "არასანქცირებული საჯარო ღონისძიების ორგანიზებისთვის". 

ოვსიანიკოვა დააჯარიმეს ვიდეოსთვის, რომელიც მან პროპაგანდისტული რუსული ტელეკომპანიის, პირველი არხის პირდაპირ ეთერში ომის საწინააღმდეგო მოწოდებით შესვლამდე გადაიღო და რომელშიც მან რუსეთის მოქალაქეებს ომის საწინააღმდეგო აქციებისკენ მონაწილეობაში მოუწოდა. 

რაც შეეხება პრუსული პირველი არხის ეთერში შესვლას - ის მთავარი საინფორმაციო გამოშვების ეთერში 14 მარტს შევიდა პლაკატით და მოწოდებებით: 

"არა ომს! არ დაუჯეროთ პროპაგანდას, აქ თქვენ გატყუებენ!". 

სიტყვა ომის გამოყენება რუსეთში სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი გახდა. 

მარინა ოვსიანიკოვას მიმართ სისხლის სამართლის საქმე ძალაში რჩება. 

სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ მან მხარდაჭერისთვის კოლეგებს და მეგობრებს მადლობა გადაუხადა. 

"ეს ჩემს ცხოვრებაში ნამდვილად რთული დღე იყო. ზუსტად 2 დღე და ღამეა, არ მიძინია. დაკითხვა 14 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. არ მაძლევდნენ ახლობლებთან დაკავშირების უფლებას. არ გამიწიეს არანაირი იურიდიული დახმარება. ამიტომ, ნამდვილად ძალიან რთულ მდგომარეობაში ვიმყოფებოდი. სხვა კომენტარებს ხვალ გავაკეთებ, დღეს მხოლოდ დასვენება მჭირდება". - თქვა ოვსიანიკოვამ


close დახურვა