logo
ENG



ჟურნალისტს, რომელიც ეთერში ომის საწინააღმდეგო პლაკატით შევიდა, ადვოკატები ვერ პოულობენ

15 მარ 202208:44
3 წუთის საკითხავი
 

ადვოკატებმა ვერ იპოვეს რუსეთის პირველი არხის დაკავებული რედაქტორი მარინა ოვსიანიკოვა, რომელიც პირდაპირ ეთერში, სტუდიაში ომის საწინააღმდეგო პლაკატით შევიდა. ამის შესახებ იუწყება პორტალი OVD-Info, რომელიც რუსეთში აღიარებულია, როგორც "უცხოური აგენტი".

მათი ინფორმაციით, დაკავებული არ არის ოსტანკინოს პოლიციის განყოფილებაში. ადვოკატი ანრი ცისკარიშვილი კი აცხადებს, რომ მან მარინა ოვსიანიკოვა ოსტანკინოს სატელევიზიო ანძის სამორიგეო სადგურზე ვერ იპოვა.

"არა ომს! არ დაუჯეროთ პროპაგანდას, აქ თქვენ გატყუებენ!" - ამ შინაარსის პლაკატით არხის რედაქტორი, მარინა ოვსიანიკოვა რუსეთის პირველი არხზე, მთავარი გამოშვების პირდაპირ ეთერში შევიდა.

მოგვიანებით ინტერნეტში მარინა ოვსიანიკოვას ვიდეომიმართვა გავრცელდა, სადაც ის ჰყვება, რომ რცხვენია პროპაგანდაზე მუშაობის გამო.

"რაც ახლა ხდება უკრაინაში არის დანაშაული, რუსეთი კი აგრესორი ქვეყანაა. ამ დანაშაულზე მხოლოდ ერთი ადამიანია პასუხისმგებელი და ეს ადამიანი არის ვლადიმერ პუტინი.

მამაჩემი უკრაინელია, დედაჩემი რუსი და ისინი არასოდეს ყოფილან მტრები. ეს ყელსაბამი [რუსეთისა და უკრაინის დროშის ფერებში] არის სიმბოლო იმისა, რომ რუსეთმა სასწრაფოდ უნდა შეწყვიტოს ძმათამკვლელი ომი. ჩვენს ხალხებს ჯერ კიდევ შეუძლიათ შერიგება", - თქვა მან.

მარინა ოვსიანიკოვა სინანულით აღიარებს, რომ ბოლო წლებში მუშაობდა პირველ არხზე და აკეთებდა კრემლის პროპაგანდას.

"სირცხვილია, რომ ტელეეკრანიდან ტყუილის თქმა დაუშვა, სირცხვილია, რომ რუსი ხალხის ზომბირება დაუშვა".


close დახურვა