ჟურნალისტ მაკა ჯანაშიას, რომელმაც ბესიკის ქუჩაზე ტვ პირველის ჟურნალისტსა და ოპერატორზე თავდასხმის კადრები გადაიღო, ე.წ. ტიტუშკები სასტიკად გაუსწორდნენ.
ჯანაშიას თქმით, მას ფიზიკურად ნიღბიანი კაცი გაუსწორდა, რომელმაც სახეში მუშტი ჩაარტყა.
"მეცა, ტელეფონი, გამტაცა და სახეში ჩამარტყა მუშტი. მის გვერდზე მყოფმა, ფეხებში წიხლები დამიშინა, აის შემდეგ გავიგე, რომ ოპერატორი უცემიათ, მძიმე მდგომარეობაში იყო. როცა ვეუბნებოდი ჟურნალისტი ვართქო, სავარაუდოდ, მაგიტომ ჩამარტყა", - განაცხადა ჯანაშიამ.
ჟურნალისტი იხსენებს, რომ თავდამსხმელებს თან ჰქონდათ წიწაკის სპრეი, რომელსაც პატრულის წინ იყენებდნენ, თუმცა პოლიცია კანონდარღვევაზე არ რეაგირებდა.
გუშინ, ტვ პირველის რეპორტიორებს, ჟურნალისტს მაკა ჩიხლაძეს და ოპერატორს გიორგი შეწირულს ბესიკის ქუჩაზე ტიტუშკები თავს დაესხნენ - ორივე მათგანი კლინიკაშია გადაყვანილი.