logo
ENG



ჟურნალმა ფორბსმა ყველაზე მაღალანაზღაურებადი მუსიკოსების რეიტინგი გამოაქვეყნა

07 დეკ 201912:28
3 წუთის საკითხავი
 
fi6auf2avrezaq5.jpg

ჟურნალმა „ფორბსმა“ ყველაზე მაღალანაზღაურებადი მუსიკოსების რეიტინგი გამოაქვეყნა.

სიის სათავეში ამერიკელი მომღერალი ტეილორ სვიფტი მოხვდა. მან 2019 წელს 185 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. მეორე ადგილი ერგო კენი უესტს 150-მილიონიანი მოგებით, მესამე პოზიცია კი ბრიტანელმა მუსიკოსმა ედ შირანმა დაიკავა. მისი შემოსავალი 2019 წელს 110 მილიონი დოლარი იყო.

ხუთეულში მოხვდა ელტონ ჯონიც. სიაში წელს პირველად შევიდნენ კორეული ბენდი "ბი-თი-ესი" და 22 წლის ამერიკელი პოპვარსკვლავი არიანა გრანდე.


close დახურვა