logo
ENG



რა მოხდა დირსიის დასახლებაში

27 იან 202419:54
3 წუთის საკითხავი
 

რა მოხდა დირსიის დასახლებაში და გახდა სისხლიანი დაპირისპირების მიზეზი. შაბათის ფორმულაში დღეს პირველად ნახავთ საქმის მასალებისა და ვიდეოჩანაწერების სრულ ვერსიას, რომელიც სისხლიან დაპირისპირებას, უშუალოდ ჩხუბის ეპიზოდს და დაჭრას ასახავს და რომელსაც ერთი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. გახმაურებული მკვლელობის საქმეზე, მხარეები ახლა მეორე ინსტანციის განაჩენს ელოდებიან. გიგა დოჩიას საქალაქო სასამართლომ მკვლელობის მცდელობისა და დაჭრის ბრალდებით, 17 წელი მიუსაჯა.

საქმის მასალების მიხედვით, მკვლელობასა და დაჭრაში ერთი ადამიანი ფიგურირებს, თუმცა საქმის გაანალიზებისა და ვიდეო მტკიცებულებების გაშიფვრის შემდეგ, ჩნდება ეჭვი, რომ მკვლელობაში ბრალდებული, რომელიც 4 ადამიანს სცემდა, შესაძლოა, თავს იცავდა, ვიდრე განზრახული ჰქონდა მათი დაჭრა და მკვლელობა. სახელმწიფო ბრალდებამ გიგა დოჩიას განზრახ მკვლელობის მუხლი მაშინ მოუხსნა, როდესაც სასამართლო ნაფიც სახლებსღა არჩევდა. ბრალდებული მიიჩნევს რომ მას ამით სახელმწიფომ სამართლიანი სასამართლოს უფლება წაართვა.

 


close დახურვა