logo
ENG



რა სტატუსით მიიღო საშვი ოთარ ფარცხალაძემ - ყოფილი გენ. პროკურორი რუსთაველზე დააფიქსირეს

25 აპრ 202020:08
3 წუთის საკითხავი
 

რა სტატუსით მიიღო საშვი ოთარ ფარცხალაძემ - ყოფილი გენერალური პროკურორი დედაქალაქის ქუჩებში ავტომანქანით გადაადგილდება.

იმ პირობებში, როცა ასეულობით მოქალაქეს ავტომობილებით გადაადგილება შეზღუდული აქვს და დარღვევების გამო ასევე ასობით მოქალაქეს ფინანსური სანქცია დაეკისრა, ოთარ ფარცხალაძე რუსთაველის გამზირზე დააფიქსირეს.

თითქმის ცარიელ რუსთაველის გამზირზე  შავი "რეინჯ-როვერით" ოთარ ფარცხალაძე მოძრაობს. ავტომობილს ის თავად მართავს, გვერდით კი  კიდევ ერთი მგზავრია - ვიდეო ლევან ხაბეიშვილმა გადაიღო, როდესაც შავი მანქანა გაჩერდა, ოთარ ფარცხალაძეს დაბურული მინა უკვე ამოწეული ჰქონდა. 

ფლანგვის დეტექტორის მიერ 22 აპრილს გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, საგანგებო მდგომარეობის წესების დარღვევისთვის გამოწერილი  ჯარიმები 15 მილიონ ლარს აღემატება. 


close დახურვა