logo
ENG



რა შეზღუდვები მოიხსნება დღეიდან

15 მარ 202109:14
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოში კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების ნაწილი დღეიდან იხსნება. 15 მარტიდან მუშაობას განაახლებენ: ფიტნეს დარბაზები, თეატრები, სწავლა აღდგება უნივერსიტეტების აუდიტორიებშიც

კერძოდ: თეატრებსა და პროფესიულ ანსამბლებს რეპეტიციების ჩატარება ღია და დახურულ სივრცეშიც შეეძლებათ. მუშაობის განახლება მათ რეგულაციების დაცვით მოუწევთ. ესენია თერმოსქრინინგი, პირბადის ტარების, სოციალური დისტანციის დაცვისა და დეზინფექციის ჩატარების მოთხოვნები. დასაქმებულ პირებს კი კოვიდ-19-ზე მონიტორინგი და პერიოდულად PCR-ტესტირების ჩატარებაც მოუწევთ.

დღეიდან მუშაობას განაახლებენ ფიტნეს დარბაზები და აუზებიც, თუმცა მოქალაქეებს ვარჯიში გარკვეული რეგულაციების დაცვით მოუწევთ. დარბაზებში მოქალაქეები შეზღუდული რაოდენობით დაიშვებიან; სავარჯიშო მოწყობილობებს შორის აღიმართება ბარიერები; გასახდელებში კი კარადები ერთის გამოტოვებით გაუქმდება. 

რაც შეეხება უნივერსიტეტებს, სასწავლო პროცესი დღეიდან აუდიტორიებშიც განახლდება, თუმცა სასწავლო დაწესებულებების უმეტესობა პროცესს კვლავ ონლაინ-ფორმატში აგრძელებს.

აღსანიშნავია, რომ ძალაში კვლავ რჩება ე.წ. კომენდანტის საათი. 


close დახურვა