logo
ENG



რა ცვლილებებს შეიტანს საპატრიარქო მსახურებაში - საკარანტინო შეზღუდვები მკაცრდება

31 მარ 202019:59
3 წუთის საკითხავი
 

საყოველთაო კარანტინის დაწესებისა და კორონავირუსის გავრცელების მასშტაბის ზრდის მიუხედავად, საპატრიარქო, როგორც ჩანს ისევ კანონზე მაღლა დგას. ამის გამო კი ხელისუფლებისგან პასუხს ითხოვს საზოგადოება.

პანდემიის საფრთხეების ფონზე სინოდის წევრების უმეტესობას, საეკლესიო რიტუალების ჩატარება მრევლის გარეშე მაინც არ სურს, მეტიც - სასულიერო პირთა ნაწილი ზიარების საერთო კოვზის ჩანაცვლების ნაცვლად, დარწმუნებულია, რომ კორონავირუსით დაინფიცირებულებიც უნდა აზიარონ.

ნახევრად ამოქმედებული საყოველთაო კარანტინი კი შედეგს ვერ გამოიღებს, პოლიტიკური ოპონენტები ხელისუფლებისგან მოითხოვენ, შერჩევით მიდგომებზე უარი თქვას.

სინოდის წევრებს შორის არიან ისეთებიც, ვინც თავად მოითხოვს თანასწორობას კანონის წინაშე. ამ ფონზე შედგა აუდიენცია ილია მეორესა და გიორგი გახარიას შორის, ამის შემდეგ კი „ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ ეკლესიას რეკომენდაციების ზედმიწევნით დაცვისთვის მადლობა უნდა გადაუხადონ.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის გამო საქართველოში საკარანტინო ზომები მთელი ქვეყნის მასშტაბით ვრცელდება - დღეიდან ამოქმედდება კომენდანტის საათიც და საღამოს ცხრა საათიდან დილის ექვს საათამდე სახლიდან გასვლა აიკრძალება.

ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 110 დადასტურებული შემთხვევაა - აქედან 21 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა.

 


close დახურვა