რიგები ლარსის გამშვებ პუნქტთან იმატებს, რუსეთის მოქალაქეები, ვინც სამხედრო მობილიზაციისგან თავის დაღწევას ცდილობენ, თავშესაფარს საქართველოში ეძებენ. ამ წუთებში ადგილზე მანქანების სიგნალების ხმა ისმის პროტესტის ნიშნად. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ცნობით, გაზრდილი მოთხოვნის გამო, საბაჟო გამშვები პუნქტი გადასულია მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე. კვლავ მიუწვდომელია ზუსტი ცნობები, რამდენი ადამიანია ამ დროისთვის შემოსული ოკუპანტი ქვეყნიდან. ვრცელდება ინფორმაცია, რომ მასობრივი გადინების გამო, შესაძლოა რუსეთმა საზღვარი თავად ჩაკეტოს.
რა ხდება ამ წუთებში ლარსის გამშვებ პუნქტთან
26 სექ 202212:27
3 წუთის საკითხავი