უკრაინის თავდაცვის მინისტრი ხერსონის ოლქიდან საოკუპაციო ძალების უკანდახევას უშვებს. ოლექსი რეზნიკოვი აცხადებს, რომ პოტენციურად რუსეთი საამისოდ მზადაა. უკრაინელების შესაძლებლობები რეგიონის დეოკუპაციისთვის აღიარეს პენტაგონშიც. უშუალოდ ბრძოლის ველზე არმია პოზიციურად წინ მიიწევს. მაგრამ მდინარე დნეპრის ორივე ნაპირზე რუსებმაც თავდაცვის ხაზის გაძლიერება დაიწყეს. პარალელურად ქვეყნის ჩრდილოეთით და აღმოსავლეთით ოკუპანტები დრონებით და რაკეტებით დასახლებებზე იერიშებს განაგრძობენ.