logo
ENG



რა ხდება ჭიათურაში - შაბათის ფორმულა

15 მაი 202120:24
3 წუთის საკითხავი
 

სოფელ შუქრუთში ძველ მაღაროში მადანის მოპოვებამ დაანგრია, დაბზარა სახლები. დეფორმირდა მიწა და კიდევ სხვა ბევრი პრობლემაა შეექმნა ამ სოფელს. ჯორჯიან მანგანეზმა - მოსახლეობის დიდ ნაწილთან შეთანხმებას მიაღწია. მათ ზიანის ასანაზღაურებლად ფულს უხდის, მაგრამ ამ შეთავაზებას შუქრუთელთა ნაწილი არ ეთანხმება. ისინი თვეებია უწყვეტად ქუჩაში აპროტესტებენ უსამართლობას. მეექვსე დღეა მიმართეს პროტესტის უკიდურეს ფორმას და პირი ამოიკერეს. რა ხდება დღეს ადგილზე ვრცლად შაბათის ფორმულას რეპორტაჟში. 


close დახურვა