ძალადობა 5 ივლისს არ დასრულებულა. მომდევნო დღეს 6 ივლისის საღამოს საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენლებმა თანადგომა გამოუცხადეს ნაცემ ჟურნალისტებს და ძალადობის მშვიდობიანად გასაპროტესტებლად - ქუჩაში გავიდნენ. მალევე აგრესიული ადამიანები - მშვიდობიან ხალხმრავალ აქციას ჯერ ქაშუეთის და შემდეგ კინოთეატრ რუსთაველის მხრიდან მოადგნენ. ისროდნენ ქვებს, რკინის ფრაგმენტებს, ქვიშით დამძიმებულ პლასმასის ბოთლებს და ძალიან ბევრ კვერცხს.
რა ხდებოდა სოლიდარობის აქციაზე - შაბათის ფორმულა
10 ივლ 202120:21
3 წუთის საკითხავი