logo
ENG



რაგბის კავშირის თანამშრომელი ამბობს, რომ დეპარტამენტი გაუუქმეს და გაათავისუფლეს

20 იან 202217:27
3 წუთის საკითხავი
 

რაგბის კავშირის უკვე ყოფილი თანამშრომელი, მწვრთნელი სიმონ მაისურაძე ამბობს, რომ მისი დეპარტამენტი გააუქმეს და სამსახურიდან გაათავისუფლეს. მაისურაძე მაღალი მიღწევების დეპარტამენტში მუშაობდა.

"გამათავისუფლა სოსო ტყემალაძემ კავშირის დე ფაქტო პრეზიდენტმა, შარლატანმა. ხელფასები იგვიანებდა თანამშრომლებისთვის და თავის გასამართლებლად წულუკიანზე გაიშვირა ხელი, რომ არ მირიცხავს მინისტრი იმიტომ, რომ მთხოვს გავათავისუფლო თანამშრომლები და ამის შემდეგ ჩამირიცხავს ფულს. ეს მე მორიგ თავის გამართლებად მივიჩნიე, ხშირად სჩვევია ტყუილები და არ მიმიქცევია ყურადღება. ჩემი გათავისუფლება ვერანაირად ვერ მოახერხა, არანაირი შენიშვნა არ მქონია, ბევრი პროექტი მქონდა, კვალიფიკაციაც მქონდა და ამის გამო გააუქმა ჩემი სამსახური", - ამბობს მაისურაძე.

რაგბის კავშირში აცხადებენ, რომ რეორგანიზაცია და საკადრო ცვლილებები კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მოთხოვნით არ ხორციელდება.

"რეორგანიზაცია და სტრუქტურული ცვლილებები დაიგეგმა და განხორციელდა მსოფლიო რაგბთან კონსულტაციებითა და შეთანხმებით, ორგანიზაციის ოპტიმიზაციის მიზნით. აღსანიშნავია, რომ რაგბის კავშირის სტრუქტურული ცვლილებები, რეორგანიზაცია და კადრების შემცირება იყო იმ მორაგბეების ერთ-ერთი მოთხოვნა და წინასაარჩევნო დაპირება, რომლებიც დღეს საპირისპირო განცხადებებს ავრცელებენ", - აღნიშნულია მათ განცხადებაში.


close დახურვა