ხმაურის და დაპირისპირების ფონზე, რაგბის კავშირის პრეზიდენტად იოსებ ტყემალაძე აირჩიეს
არჩევნები ექსპო ჯორჯიაში ჩატარდა.
რაგბის კავშირის პრეზიდენტობის კანდიდატი დღეს მხოლოდ ერთი იყო - იოსებ ტყემალაძე. რაგბის კავშირის პრეზიდენტის პოსტზე პრეტენზიას ვეტერანი მორაგბე, ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატი, ირაკლი აბუსერიძე აცხადებდა. აბუსერიძემ 30 დეკემბერს არჩევნები უკვე მოიგო, თუმცა, საჯარო რეესტრი მას კავშირის პრეზიდენტად არ არეგისტრირებს.
30 დეკემბერს აბუსერიძის კონკურენტი გოჩა სვანაძე იყო. ის პროცესში ამჯერად არ მონაწილეობს. აბუსერიძე და მისი მომხრეები ამბობენ, რომ სწორედ ის არის რაგბის კავშირის პრეზიდენტი და მას საჯარო რეესტრმა რეგისტრაცია უკანონოდ შეუჩერა.