საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, გიორგი გორგასლიძემ თანამდებობა დატოვა. ინფორმაციას რაგბის კავშირი ავრცელებს.
გორგასლიძის განცხადებით, მართვის შემოთავაზებულმა ფორმამ ვერ გაამართლა.
გორგასლიძე რაგბის კავშირის პრეზიდენტის მოვალეობას მას შემდეგ ასრულებს, რაც გოჩა სვანიძემ თანამდებობა დატოვა. კერძოდ, სვანიძე რაგბის კავშრის პრეზიდენტობის თანამდებობიდან 30 ივლისს გადადგა.