logo
ENG



რაგბის კავშირის პრეზიდენტობის კანდიდატი: ქართული რაგბი რთულ მდგომარეობაშია

23 იან 202013:57
3 წუთის საკითხავი
 
3qjj0u0b3qcdwgs.jpg

რაგბის კავშირის პრეზიდენტობის კანდიდატი ირაკლი აბუსერიძე აცხადებს, რომ ქართული რაგბი რთულ მდგომარეობაშია და სწორედ ამიტომ გადაწყვიტა არჩევნებში მონაწილეობა.

მისი თქმით, ახლანდელი ხელმძღვანელობა რაგბის განვითარებაზე წინ პირად ინტერესებს აყენებს, რის გამოც ქართული რაგბი ვეღარ ვითარდება.

ის ახლანდელ ხელმძღვანელობას მწვავედ აკრიტიკებს და ამბობს, რომ მათთან დებატებში მონაწილეობის მისაღებად მზადაა.

გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მის კანდიდატურას არჩევნებში კახა კალაძე ლობირებს, აბუსერიძე ჭორს უწოდებს და აღნიშნავს, რომ კალაძე რაგბის არჩევნებით დაინტერესებული არ არის. 

"რაც შეეხება ჩემს გადაწყვეტილებას, მიმაღებინა იმ გარემოებამ, რა დღეშიც დღეს ქართული რაგბია. ყველა მიმართულებით ბევრი სამუშაოა. რომ გითხრათ, რაიმე კუთხით განვვითარდით, ასე არ არის“, - განაცხადა აბუსერიძემ.

 

 


close დახურვა