27 თებერვალს რაგბიში გასამართ საქართველო-რუსეთის მატჩზე მაყურებელთა 50% დაიშვება. ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე გიორგი ღიბრაძემ განაცხადა.
საქართველოს მორაგბეთა ნაკრები რუსეთის მორაგბეთა ნაკრებს დინამო არენაზე უმასპინძლებს. მატჩი 18 საათზე დაიწყება.