logo
ENG



რადამ G20-ის ქვეყნებს რუსეთის ორგანიზაციიდან გარიცხვის მოთხოვნით მიმართა

16 ნოე 202221:32
3 წუთის საკითხავი
clock 482
2022/11/16/8aaigxxgqf8las8.png
УНИАН

უმაღლესმა რადამ G20-ის სახელმწიფოებს რუსეთის ასოციაციიდან გარიცხვის თაობაზე მიმართა

როგორც Telegram-ზე უკრაინის სახალხო დეპუტატმა იაროსლავ ჟელეზნიაკმა განაცხადა, შესაბამისი გადაწყვეტილება პარლამენტმა დღეს პლენარულ სხდომაზე მიიღო.

"პარლამენტმა თხოვნით მიმართა G20-ის ქვეყნებს, გარიცხონ რუსეთის ფედერაცია ამ ჯგუფის შემადგენლობიდან... ანუ, გახდნენ G19. შესაბამის რეზოლუციას 310-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი."-განაცხადა ჟელეზნიაკმა. 

ჟელეზნიაკის თქმით, უმაღლეს რადას თავისი პოზიციის არგუმენტად მოჰყავს ის, რომ რუსეთის ფედერაცია მიზანმიმართულად ანადგურებს უკრაინის მოსახლეობას, ასევე ახორციელებს სარაკეტო დარტყმებს და საარტილერიო დაბომბვას უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებზე, ყოველგვარი სამხედრო მიზნების განხორციელების გარეშე, მხოლოდ ტერორისტული მიზნით.


close დახურვა