logo
ENG



რადიკალების აქციაზე პოლიციამ 2 პირი დააკავა

08 ნოე 201919:33
3 წუთის საკითხავი
 
9k9ze2tfvlbvb1y.png

პოლიციამ კინოთეატრ "ამირანთან", სადაც რადიკალები აქციას მართვავენ, 2 პირი დაკავა.

როგორც შსს-ს განცხადებაშია ნათქვამი, ისინი პიროტექნიკის გამოყენებისთვის არიან დაკავებული. 

"შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაცია კინოთეატრ "ამირანთან" გამოვლენილი სამართალდარღვევების შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრომ კოსტავას გამზირზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის 2 პირი დააკავა. დაკავებული არიან 1987 წელს დაბადებული გ.ბ. და 1989 წელს დაბადებული ნ.კ. ისინი არღვევდნენ საზოგადოებრივ წესრიგს და არ ემორჩილებოდნენ პოლიციის კანონიერ მოთხოვნას. აღნიშნული პირები პოლიციამ საქართველოს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (ხულიგნობა) მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ფაქტზე დააკავეს. კოსტავას გამზირზე პირველადი ინფორმაციით ადგილი ჰქონდა პიროტექნიკის გამოყენების ფაქტებს. შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველას, დაიცვან კანონის მოთხოვნები. წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია იმოქმედებს საკუთარი მანდატის ფარგლებში და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის თითოეულ სამართალდარღვევის ფაქტს მოჰყვება უმკაცრესი რეაგირება," - ნათქვამია განცხადებაში. 


close დახურვა