რადიკალური დაჯგუფება რომელსაც ოცნებამ აცემინა და შური აძიებინა ჟურნალისტებზე, მრავალჯერ დააწვევინა ევროკავშირის დროშა და მისცა უფლება რომ ბანაკებში ბავშვებს თავს დასხმოდნენ, ქუჩაში ადევნებოდნენ და ეცემათ სამოქალაქო აქტივისტები, დღეს როგორც ჩანს ივანიშვილს აღარ სჭირდება. ულტრა მემარჯვენე დაჯგუფების ერთ-ერთი მოლაპარაკე თავი, ბექა ვარდოსანიძე რომელიც ოცნების მთავარი საყვირი იყო - რამდენიმე საათით დააკავეს. ბრალდება ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინებაა. გამოძიების მტკიცებით, ბექა ვარდოსანიძემ ტელეკომპანია იმედში, შინაგან საქმეთა სამინისტროს და სხვა სახელმწიფო უწყებებში - ტერორისტული შინაარსის მუქარის წერილები გააგზავნა. ვარდოსანიძე დაკითხეს - მაგრამ მისთვის ბრალი არ წარუდგენიათ. მისი სახლიდან ამოიღეს ტექნიკა, მათ შორის დრონები. ვარდოსანიძე რადიკალური დაჯგუფებისა და ოცნების - ნარატივს - ყველა პლატფორმაზე, ავრცელებდა. ის მსგავსად საკუთარი თანამოაზრეებისა - გამოირჩეოდა მუქარის შემცველი კონტენტის გავრცელებაში - მაგრამ აქამდე ის ხელისუფლებას ფორმალურადაც არ დაუსჯია. მეტიც, რადიკალები დროსაც ამბობენ რომ ირაკლი ღარიბაშვილი მათი პრემიერია.
რადიკალების პრემიერი - შაბათის ფორმულა
03 თებ 202420:53
3 წუთის საკითხავი