logo
ENG



რადიო თავისუფლება: გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ 2 არასრულწლოვანს ბრალი დაუმძიმეს

15 იან 202623:46
3 წუთის საკითხავი
 
2026/01/15/w80rwv2c66vdffk.jpg

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ზღვის უბნის დასახლებაში ახალგაზრდა მასწავლებლის, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებული 4 არასრულწლოვანიდან 2-ს ბრალი დაუმძიმეს.

2 არასრულწლოვანი, რომელთაც ბრალი დაუმძიმდათ, პროკურატურამ თავდაპირველად დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავა.

დამძიმებული ბრალის შესახებ სოციალურ ქსელში საჯაროდ დაწერა ერთ-ერთი დაკავებული არასრულწლოვნის დედამ. ის პოსტში აღნიშნავს, რომ დაკავებულ დ.ჩ-ს პროკურატურა ამჟამად ედავება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას, განსაკუთრებული სისასტიკით. 

დ.ჩ-ს ოჯახი პროკურატურის ამ ნაბიჯს აპროტესტებს. 

გიგა ავალიანის ოჯახს 17 იანვარს საპროტესტო აქცია და შიმშილობის დაწყება ჰქონდა დაანონსებული, მთავარი პროკურორის გიორგი გვარაკიძის გადადგომის მოთხოვნით. მას შემდეგ, რაც მათ საქმის მასალები გადასცეს, ეკა კუპატაძემ აქციის თარიღი გადაავადა.

25 ოქტომბერს კლინიკაში გარდაიცვალა ახალგაზრდა მასწავლებელი, გიგა ავალიანი, რომელსაც თბილისში რამდენიმე დღით ადრე თავს დაესხნენ.

არსებული ცნობით, მას 3 ოქტომბერს ჩაუსაფრდნენ, სცემეს და მძიმე დაზიანებები მიაყენეს.

გიგა ავალიანი კლინიკაში, კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.


close დახურვა