„საქართველოს რკინიგზამ" რუსული კომპანიისგან სამედიცინო ტექნიკა ტენდერის გარეშე იყიდა. ამ ინფორმაციის უკან, რომელიც „რადიო თავისუფლებამ" მოიპოვა, შესაძლოა, ბევრად დიდი საკითხი იმალებოდეს.
ოპოზიციის წარმომადგენლები ეჭვს უკვე მრავალი წელია გამოთქვამენ, რომ ქართულ რკინიგზაში, ერთ დროს მომგებიან და საკმაოდ შემოსავლიან სტრატეგიულ კომპანიაში, რუსული ინტერესებია.