logo
ENG



რადიო მაესტრო: ხელისუფლებამ 3 000 ლარის გამო დაგვადო ინკასო

23 აპრ 202015:15
3 წუთის საკითხავი
 
06o7iseqab8ab84.jpg

რადიო „მაესტრო“ განცხადებას ავრცელებს, რომლის თანახმადაც მათ ინკასო დაედოთ. „ფორმულა“ განცცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„რადიო "მაესტრო" მოგმართავთ დახმარებისთვის!

ცოვიდ 19 პანდემიად გომოცხადებისთანავე, ყველა მედიაში მნიშვნელოვნად მოიკლო რეკლამამ, ხარჯებმა არა! მიუხედავად დიდი საფრთხისა რადიო "მაესტროს" ჟურნალისტები ყოველდღიურად მუშაობენ, რომ საკუთარ უზარმაზარ აუდიტორიას, მიაწოდონ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინფორმაცია. შემოსავლის უქონლობის გამო თანამშრომლებს ხელფასები ფაქტიურად აღარ აქვთ! მენეჯმენტი რამდენიმე თვეა ხელფასს საერთოდ არ იღებს!. სწორედ ამ უბედურების დროს როცა ჩვენს რადიოს საარსებო სახსრები განულებულია, მაშინ როცა: ანძების არენდის, ელექტრო ენერგიის და საწვავის თანხას ძლივს ვაგროვებთ, ჩვენმა ხელისუფლებამ 3000 ლარის გამო დაგვადო ინკასო!

ეს ნიშნავს რომ უსახსრობის გამო მედია გაჩერდება! უამრავი ადამიანი ვეღარ მიიღებს დაბალანსებულ და სანდო ინფორმაციას!

მოგიწოდებთ თუ ხართ ჩვენი მსმენელი თუ რადიო "მაესტრო" თქვენთვის მნიშვნელოვანია, დაგვეხმარეთ მის შენარჩუნებაში! ჩვენ მხოლოდ თქვენი იმედი გვაქვს!

მცირედიც თანხაც კი გაგვიხანგრძლივებს მაუწყებლობას! დაბალანსებული და სანდო მედია წამალივით სჭირდება ქვეყანას!“, - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის გამო, საგანგებო მდგომარეობა, რაც ქვეყანაში 21 მარტიდან მოქმედებდა, გუშინ კიდევ ერთი თვით, 22 მაისის ჩათვლით გახანგრძლივდა. გარდა ამისა, 31 მარტიდან საყოველთაო კარანტინი და კომენდანტის საათია გამოცხადებული. მოქალაქეებს გარკვეული შეზღუდვები დაუწესდათ. მათ შორის, ქვეყნის მასშტაბით 21:00 საათიდან, დილის 06:00 საათამდე ტრანსპორტის და ქვეითად მოსიარულეთა გადაადგილება იკრძალება. 15 აპრილიდან 10 დღით დაიკეტა ოთხი დიდი ქალაქიც.


close დახურვა