logo
ENG



რაიონულ სასამართლოში გირჩის წევრის პროცესი გაიმართება

30 იან 202008:43
3 წუთის საკითხავი
 

დღეს, ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში პოლიტიკური პარტია „გირჩის" ერთ-ერთი წევრის, ავთო მეტრეველის სასამართლო პროცესი გაიმართება. მსჯავრდებულს 6-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრებოდა, თუმცა მხარეებს შორის საპროცესო შეთანხმება ფორმდება.

მეტრეველის საქმე 20 კგ-მდე მარიხუანას კულტივაციას ეხება. პოლიტიკური პარტია „გირჩის" ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე აღნიშნავს, რომ კანაფის ძირების საქმეზე, პროკურატურის თანხმობა საპროცესო შეთანხმებაზე, დიდი მიღწევაა. 


close დახურვა