logo
ENG



რამდენიმე დღეში კათოლიკური სამყარო შობის დღესასწაულს აღნიშნავს

22 დეკ 201920:11
3 წუთის საკითხავი
 
eggu0rzbfirw9zi.jpg

რამდენიმე დღეში კათოლიკური სამყარო შობის დღესასწაულს იზეიმებს.

შობის დადგომამდე რამდენიმე დღით ადრე კათოლიკურ ქვეყნებში განსაკუთრებული სამზადისი მიმდინარეობს. ყველაზე მთავარი მისია ჩრდილოეთ ამერიკის საჰაერო სარდლობას აკისრია. შობის ღამეს ამერიკელი და კანადელი სამხედროები სანტა კლაუსის მსოფლიოს გარშემო მოგზაურობას მიადევნებენ თვალს. ტრადიცია 1955 წელს გაჩნდა, როდესაც ერთ-ერთმა სარეკლამო სააგენტომ სანტას სატელეფონო ნომრის ნაცვლად შეცდომით სამხედრო თავდაცვითი ოპერაციების ცენტრის ნომერი გაავრცელა. მაშინ მორიგე ოფიცრებმა ბავშვების კითხვებს უპასუხეს და ეს ტრადიცია დღემდე გრძელდება.

წელს ყურადღების ცენტრში 6 წლის პრინცი ჯორჯია, რომელიც ტრადიციულ საშობაო პუდინგს ამზადებს. უკვე ცნობილია, რომ პრინცი ჰარი საშობაო არდადეგებს კანადაში, მეუღლესთან და შვილთან ერთად, ვიწრო წრეში გაატარებს.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი საშობაოდ ესტონეთში იმყოფება. წითელ წინსაფარში გამოწყობილი ბორის ჯონსონი ჯარისკაცებს საშობაო ვახშმით ნატოს სამხედრო ბაზაზე გაუმასპინძლდა და პოლიტიკური განცხადებებიც გააკეთა. დღესასწაულისთვის მზადება უსაფრთხოების გამკაცრებული ნორმების ფონზე მიმდინარეობს გერმანიაში.

საფრანგეთში კვლავ პრობლემად რჩება სარკინიგზო სამსახურების გაფიცვა. შობამდე რამდნიმე დღით ადრე, პრაქტიკულად, პარალიზებულია სარიკნიგზო მიმოსვლა. გამონაკლისს მხოლოს სპეციალური საბავშვი მატარებლები წარმოადგენს. ემანუელ მაკრონმა პროფკავშირებს დაზავება შესთავაზა.

ლიბანში კი, სადაც ბოლო 2 თვეა, აქციები არ წყდება, დედაქალაქის ცენტრში განსხვავებული ნაძვის ხე დადგეს. პარლამენტის შენობასთან საპროტესტო ბანერებისგან შექმნილი კონსტრუქცია დგას, რომელსაც აქტივისტებმა "რევოლუციის ხე" უწოდეს.

საშობაო სამზადისი დედამიწის ფარგლებს გარეთაც მიმდინარეობს. საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე მყოფმა NASA-ს ასტრონავტებმა წითელი ქუდები დაიხურეს და სასაჩუქრე წინდებში მათთვის განკუთვნილი ტკბილეულიც აღმოაჩინეს. მათ საყვარელი ტრადიციები გაიხსენეს და გრავიტაციის არ არსებობის პირობებში მაყურებელს ერთობლივი ბრუნიც აჩვენეს.

 


close დახურვა