logo
ENG



რამდენიმე საათის ინტერვალით, სოფელ სამებასთან მეორე მიწისძვრა მოხდა

14 თებ 202221:22
3 წუთის საკითხავი
 
რამდენიმე საათის ინტერვალით, სოფელ სამებასთან მეორე მიწისძვრა მოხდა

სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, სოფელ სამებასთან დღეს კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა. 

ცენტრის ცნობით, მიწისძვრა თბილისის დროით 21:03 საათზე მოხდა და მისი სიმძლავრე  3.4 მაგნიტუდას შეადგენდა.

დღეს მიწისქვეშა ბიძგები სოფელ სამებასთან 16:13 საათზეც დაფიქსირდა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ საღამოს, ასევე სოფელ სამებასთან 6.2 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, რომელსაც კიდევ რამდენიმე მიწისძვრა მოჰყვა. 


close დახურვა