logo
ENG



რამდენიმე საათში ირაკლი ოქრუაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება

23 ოქტ 201908:12
3 წუთის საკითხავი
 
k5jpugnbwo8t88y.jpg

ირაკლი ოქრუაშვილის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება. ბრალდების მხარემ მტკიცებულებები და მოწმეები უნდა წარადგინოს. „გამარჯვებული საქართველოს" ლიდერის ადვოკატის თქმით, თავად ოქრუაშვილი სასამართლო პროცესს არ დაესწრება. 

"იწყება ოქრუაშვილის საქმის არსებითი განხილვა. წინა სხდომაზე არსებითი განხილვის ერთი პროცესი უკვე გვქონდა და მხარეებმა შესავალი სიტყვები ვთქვით. დღე უკვე მოწმეები და მტკიცებულებები უნდა წარმოადგნოს პროკურატურამ. რეალურად, ყველა იურისტისთვის ნათელია, რომ ეს არაა ის საფუძველი, რომ არსებული მტკიცებულებებით ოქრუაშვილს დააბრალო, მისი მოწოდებების გამო წავედით, წავედით და დადგა ის შედეგი, რაც დადგა 20 ივნისის ღამეს,-"აცხადებს მამუკა ჭაბაშვილი. 

ოქრუაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას ედავებიან. პატიმრობაში მყოფი ოქრუაშვილი ბრალს არ აღიარებს. როგორც დაკავებულის ადვოკატი მამუკა ჭაბაშვილი აცხადებს, საქართველოს პროკურატურას არ გააჩნია შესაბამისი მტკიცებულებები ოქრუაშვილის დადანაშაულებისთვის. 

შეგახსენებთ, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრი 25 ივლისს, 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე დააკავეს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული. 


close დახურვა