logo
ENG



რამიშვილი: ბაჩალიაშვილის პირადი კომპიუტერის სკანირება დაიწყეს

29 ივლ 202002:44
3 წუთის საკითხავი
 
5x17bw6uxxm1t5z.png

 

23 წლის გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახსი ადვოკატის, მიხელ რამიშვილის განცხადებით, სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ბაჩალიაშვილის პირადი კომპიუტერის სკანირება დაიწყეს.

ადვოკატი სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში რამდენიმე საათის განმავლობაში იმყოფებოდა.

რამიშვილის განცხადებით, სკანირების პროცესს შესაძლოა რამდენიმე დღე დასჭირდეს.

„აღნიშნული პერსონალური კომპიუტერის სკანირება დაიწყეს, რომელსაც ალბათ რამდენიმე დღე დასჭირდება. ყოველი შემთხვევისთვის, აბსოლუტურად გამოყენებული იქნება ყველა ის მეთოდი და პროცედურა, რაც საჭირო იქნება აღდგენისთვის. თუ რამე ფაილებია, რომლებიც ოდესმე წაშლილი იყო, ყველაფერი იქნება აღდგენილი და ვნახოთ რა ინფორმაცია იქნება შიგნით. შემიძლია გითხრათ, რომ შესაძლებელია საინტერესო რამ იქნას მოძიებული და დეტალურად გვეცოდინება, როდის იყო ბოლოს ჩართული და ყველაფერი ეს გადამოწმებული იქნება“,-აცხადებს მიეხეილ რამიშვილი.

ასევე რამიშვილის განცხადებით, სამართალდამცველებმა კომპიუტერი 19 ივლისს წიღეს.

რამიშვილი საქმეში 22 ივლისს ჩაერთო და მან ითხოვა, რომ კომპიუტერი მის გარეშე არ გახსნილიყო, თუმცა ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატს ეჭვები აქვს, რომ ბაჩალიაშვილის პირადი კომპიუტერი მანამდე გაიხსნა.

„იყო საუბარი, რომ ეს უნდა ყოფილიყო დალუქული. იქედან გამომდინარე, რომ აღნიშნული პერსონალური კომპიუტერი წაღებული იქნა 19 ივლისს, როდესაც უკვე განცხადებით მიმართეს პოლიციას და აქ იყო შემოტანილი, 22-ში უკვე ეს იყო გახსნილი.

22-ში ჩავერთე მე, ჩემი ორდერი ჰქონდათ პოლიციაში და მე მათ ვუთხარი, რომ არ მოეხდინათ კომპიუტერის გახსნა, გახნსა მომხდარიყო ჩემი თანდასწრებით და მერე მომხდარიყო ყველა იმ პროცედურის ჩატარება, რომ დარწმუნებული ვყოფილიყავი, რომ რამე კითხვის ნიშანი არ გაჩენილიყო.

მაშინ მითხრეს, რომ აუცილებლად ესე მოხდებოდა. ბოლომდე არ ვარ დარწმუნებული მაინც. ბოლომდე როცა დავრწმუნდები მერე უფრო მშვიდად ვიქნები, რომ ხო არ მოხდა წინასწარ შესვლა ან რამე ამდაგვარი ქმედება“,-აცხადებს რამიშვილი.

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 5-დღიანი  ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტყეში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლებით მიმდინარეობს.

 


close დახურვა