logo
ENG



რამიშვილი: ექსპერტიზის დასაწყებად მოვედით, თუმცა ბაჩალიაშვილის ტელეფონი გახსნილი დაგვხვდა

08 აგვ 202015:57
3 წუთის საკითხავი
clock 550

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი აცხადებს, რომ ბაჩალიაშვილის მობილურ ტელეფონზე ექაპერტიზა 24 ივლისს დაიწყო, თუმცა ეს ინფორმაცია მისთვის ცნობილი არ იყო.

რამიშვილი კიდევ ერთხელ უცხადებს გამოძიებას უნდობლობას და პროკურატურას მიმართავს, რომ ავტომობილის გახსნა მისი ნებართვის გარეშე არ მოხდეს.

"დღეს მოვედით მობილური ტელეფონის ექსპერტიზის დასაწყებად. მანამდე ვიყავი 28-ში ლეპტოპის ექსპერტიზის დასაწყებად. თურმე მობილური ტელეფონის ექსპერტიზა დაწყებულა 24-ში და დღეს ექსპერტიზა დასრულებულა.

მთელი ეს პერიოდი გამომძიებელი და მთელი ქვემო-ქართლის სამხარეო პოლიცია, რომელსაც ვეუბნები შუამდგომლობა დაყენებული მაქვს, ლუქზეცხელი მაქვს მოწერილი, არ უნდა მომხდარიყო გახსნა, მაინც გახსნილა, მაინც ჩატარებულა ის ექსპერტიზა და შუალედური პროცედურები ყველაფერი განხორციელებულა",-აცხადებს მიხეილ რამიშვილი.

როგორც რამიშვილმა განაცხადა, მობილური ტელეფონის ექსპერტიზა უკვე დასრულებულია, თუმცა მან ტელეფონის ხელმეორედ დალუქვა მოითხოვა.

"დღეს კლონირება დასრულებულია 99 გეგაბაიტია მთელი ინფორმაცია მობილური ტელეფონის და პროტესტის ნიშნად მონაცემებს აღარ გავეცანი.​

მოვითხოვე, რომ მთელი ეს ინფორმაცია გადაეცეს შინაგან საქმეთა სამინისტროს. ხელმეორედ დავალუქინე აღნიშნული მობილური ტელეფონი, ხელმეორედ დაველოდები სრულ დასკვნას, იმიტომ რომ 99 გეგაბაიტი იტევს ამ მონაცემებს, რაც არის მობილურ ტელეფონში, ახლა ხდება ამ ყველაფრის დეტალურად გაშიფვრა.

საჯაროდ კიდევ ერთხელ ვაცხადებ, მივმართე ისევ პროკურორს, ექსპერტებს, რომ ავტომობილზეც აღარ მოხდეს უჩემოდ ლუქის ახსნა და აღარა შეეხონ ავტომობილს მაინც",-ამბობს რამიშვილი.

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 5-დღიანი ძებნის შემდეგ, 22 ივლისს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტყეში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლებით მიმდინარეობს.  


close დახურვა