logo
ENG



რამიშვილს სუს-ის მანქანებთან დაკავშირებით პროკურატურის განცხადების არ სჯერა

27 აგვ 202018:46
3 წუთის საკითხავი
 
რამიშვილს სუს-ის მანქანებთან დაკავშირებით პროკურატურის განცხადების არ სჯერა

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატს მიხეილ რამიშვილს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სამ მანქანასთან დაკავშირებით პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადების არ სჯერა.

როგორც რამიშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, ოჯახი ითხოვს, პროკურატურამ მათ სრული ჩანაწერი აჩვენოს, რომელშიც ჩანს აღნიშნული მანქანების შავნაბადას ბაზაზე შესვლისა და გამოსვლის ჩანაწერები. მისი მტკიცებით, არსებობს ბაზიდან საიდუმლო გასასვლელი. 

"სამხედრო ბაზიდან არის საიდუმლო გასასვლელი, რომელიც პირდაპირ ტაბახმელათი უკავშირდება მაწევანს ისე, რომ არის გადასასვლელი, ძალიან მარტივი გზა, საიდანაც პირდაპირ შეიძლება მაწევანში ჩასვლა, ჯიპები ძალიან თავისუფლად და მარტივად ჩადიან. აქედან გამომდინარე, მე დამატებით ვსვამ კითხვებს - სად არის ჩანაწერები, საიდანაც ნათლად გამოჩნდება, რა მარშრუტით, რომელი გრაფიკით გადაადგილდება ეს სამი ჯიპი რუსთავის სამხედრო ბაზიდან შავნაბადას სამხედრო ბაზაზე.

მოლაპარაკებულები ვიყავით, რომ აღნიშნული ერთი კვირის მარშრუტი უნდა მენახა. ის გრაფიკი და დრო სად არის, როცა ისინი შედიან და მერე უკან გამოდიან", - თქვა ადვოკატმა.

პროკურატურის განცხადებით, თამარ ბაჩალიაშვილის მანქანის უკან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მანქანები გზის მხოლოდ გარკვეულ მონაკვეთში აღმოჩდნენ.

როგორც უწყება წერს, გამოძიების მიერ მოპოვებული ვიდეოჩანაწერებით დასტურდება, რომ სუს-ის ბალანსზე არსებული 3 მანქანა გაჩიანიდან შავნაბადას სპეცდანიშნულების რაზმის საწვრთნელი ბაზის მიმართულებით გადაადგილდებიან.

close დახურვა