logo
ENG



რას სთავაზობს Wizz Air ქუთაისში დარჩენილ 87 მგზავრს

17 თებ 202315:44
3 წუთის საკითხავი
 
2023/02/17/4yjd2yw84cos80y.png

საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში აცხადებენ, რომ ავიაკომპანია Wizz Air-მა ქუთაისში დარჩენილ მგზავრებს "თანხის დამატების შემთხვევაში ნებისმიერი მიმართულებით ბილეთების გადაცვლა" შესთავაზა.

მათივე თქმით, 87 მგზავრიდან ამ დროისთვის 85-მა სასურველი მიმართულებით ბილეთი უკვე გადაცვალა.

მათი თქმით, მგზავრებმა დააგვიანეს და აეროპორტში იმ დროს მივიდნენ, როცა ბერლინის რეისზე დასრულებული იყო.

"ქუთაისი-ბერლინის რეისზე 87 მგზავრი გამოცხადდა დაგვიანებით, როდესაც რეგისტრაცია ბერლინის რეისზე დასრულებული იყო და იწყებოდა 98 მგზავრის ჩასხდომის პროცედურა. იცით, რომ დასავლეთში არის ძლიერი თოვა და ყინვა. ჩვენ გაფრთხილებული გვყავს ქუთაისის აეროპორტის ოფიციალური გადამყვანი ავტობუსები, რომ გზებზე შეფერხებების გამო დაგეგმილზე უფრო ადრე გამოვიდნენ თბილისიდან.

ავიაკომპანისთან მოლაპარაკებების შედეგად, მივაღწიეთ იმას, რომ ვიზეარი დათანხმდა ამ 87 მგავრისთვის ნებისმიერი მიმართულებით ბილეთების გადაცვლას თანხის დამატების შემთხვევაში. საუბარია, დაახლოებით 300 ლარზე.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მგზავრებს, დაიჭირონ თადარიგი და დროულად, ან უფრო ადრე გამოცხადდენ აეროპორტში რეგისტრაციაზე. ამ ეტაპზე, 85 მგზავრს ბილეთი სასურველი მიმართულებით უკვე აქვს გადაცვლილი", - აცხადებენ აეროპორტების გაერთიანებაში.

მგზავრები ამბობდნენ, რომ აეროპორტში თვითმფრინავის გაფრენამდე 1:20 საათით ადრე მივიდნენ, გზებზე არსებული ვითარების შესახებ კი აეროპორტს წინასწარ აცნობეს. მათი თქმით, როცა აეროპორტში მივიდნენ, რეგისტრაციაგავლილი მგზავრების ნაწილი ჯერ კიდევ მოსაცდელში იყო და მათივე განცხადებით, "შესაბამისად დახვედრის შემთხვევაში" დაჩქარებული რეგისტრაციისთვის დრო საკმარისად იყო.


close დახურვა