საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილი მე-14 პაციენტი 68 წლის კაცია.
იგი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 4 აპრილს, მდგომარეობის დამძიმების შემდეგ გადაიყვანეს.
როგორც კლინიკის ხელმძღვანელმა "ფორმულას" განუცხადა, შემოსვლისთანავე პაციენტი მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. მისივე თქმით, გარდაცვლილ კაცს ძირითადი დაავადების გართულება ჰქონდა.
"ჰქონდა თირკმლის უკმარისობა და არტერიული ჰიპერტენზია. კვლევის ჩატარების შემდეგ დადგინდა მკვეთრი იმუნოდეფიციტი. მას ასევე ჰქონდა ორმხრივი მწვავე პნევმონია", - განაცხადა ლევან რატიანმა.
პაციენტი საუნივერსიტეტო კლინიკაში სეფსისის ცენტრიდან იყო გადაყვანილი.