logo
ENG



რატიანი: კლინიკაში კოვიდ 19-ის 34 შემთხვევიდან 4-ის მდგომარეობა მძიმეა

03 აპრ 202018:18
3 წუთის საკითხავი
clock 416
8getbfkzwb2p2ph.png

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, კლინიკაში ამ ეტაპზე მოთავსებულია 64 პაციენტი, აქედან 34-ს დადასტურებულად აქვს კორონავირუსი, ხოლო დანარჩენებთან გამოკვლევის პასუხებს ელოდებიან. რატიანის თქმით, დაინფიცირებული 34 პაციენტიდან, 4-ის მდგომარეობა მძიმეა, მათ შორის არის თბილისის ზღვის სამედიცინო დაწესებულებიდან გადმოყვანილი 80 წლის ქალბატონი.

„ამ ეტაპზე კლინიკაში წევს 64 პაციენტი, 34 ინფიცირებული შემთხვევა, დანარჩენთან ველოდებით გამოკვლევის პასუხებს. ამ ეტაპზე გვყავს 4 კრიტიკული პაციენტი ხორციელდება მათი მონიტორინგი. დანარჩენ პაციენტებს რაც შეეხება, 14 ახალი პაციენტია კოვიდით ინფიცირებული, მათი მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია, ხორციელდება  კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევების მონიტორინგი. თბილისის ზღვის სამედიცინო დაწესებულებიდან გადმოყვანილი პაციენტის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა, შემოყვანისთანავე გადაყვანილი იქნა მართვით სუნთქვაზე, აქვს კოვიდ 19-ის ინფიცირების შემთხვევა, ორმხრივი მწვავე პნევმონია ანამნეჟი, არის გულის უკმარისობა, პაციენტს ჩაუტარდა წინასწარი კვლევები. ამ ეტაპზე ის მკურნალობას აგრძელებს კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში. ორსული ქალბატონების მდგომარეობა სტაბილურია ხორციელდება მათი მონიტორინგი ყოველ წუთიერად“,-განაცხადა ლევან რატიანმა.

შეგახსენებთ, ამ ეტაპზე საქართველოში კორონავირუსის 148 შემთხვევა ფიქსირდება, აქედან 27 პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა. ამ მონაცემებით კარანტინის რეჟიმში 5392 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 319 პაციენტი.


close დახურვა