logo
ENG



რატიანი გაბუნიას საქმეზე: ადამიანები არ არიან დაცულები საქართველოში

18 ივნ 202021:22
3 წუთის საკითხავი
 

„ევროპული საქართველოს“ წევრი, სერგო რატიანი ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას სავარაუდო მკვლელობის მომზადების საქმეს გამოეხმაურა. გადაცემაში „პოლიტიკის ფორმულა“ რატიანმა აღნიშნული საქმის მიმართ ხელისუფლების რეაგირება შეაფასა და განაცხადა, რომ მათი სტრატეგია მონის სტრატეგიაა.

როგორც რატიანმა გადაცემაში თქვა, საქართველოში მოქალაქეები დაცული არ არიან.

„ეს არის მონის სტრატეგია, ეს არის სტრატეგია იმათი ვისაც არ შეუძლია მარტივი რამე თქვას და განგაში ატეხოს რუსეთის მიმართ იმისათვის, რომ რუსეთს ესმოდეს, რომ მან უნდა გადაიხადოს ფასი ამაში. თავისთავად რუსეთი ამ ქმედებაზე, ადამიანის მკვლელობებს, შუაგულ ევროპაში უკვეთავს, ეს ვიცით. გერმანიამ პირდაპირ თქვა, რომ საქართველოში არის პრორუსული მთავრობა და გერმანიის ერთ-ერთი მთავარი ამბავი არის ის რომ რუსეთმა გაბედა ადამიანის მკვლელობა გერმანიაში, ეს არის საქართველოს მოქალაქე და საქართველოს სახელმწიფოს ხმა არ არსებობს იქ. საქართველოს სახელმწიფოს ხმა არამარტო არ არსებობს, დღეს საუბარია იმაზე, რომ საქართველოს მთავრობა არის პრორუსული და სწორედ ამიტომ იყო წასული ეს ადამიანი. ადამიანები არ არიან დაცულები საქართველოში“,-განაცხადა სერგო რატიანმა.


close დახურვა